ჩინეთმა ქვეყანაში BBC World News-ის მაუწყებლობა აკრძალა.
BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ჩინეთის რადიოსა და ტელევიზიის მარეგულირებელმა ორგანომ განაცხადა. გამოცემის ცნობით, ჩინეთი BBC-ს კორონავირუსისა და უიღურების დევნის თემებზე მომზადებული მასალების გამო აკრიტიკებდა. BBC-ში აცხადებენ, რომ ისინი მაუწყებლობა აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილებით იმედგაცრუებული არიან.
ფაქტს გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დომინიკ რააბიც გამოეხმაურა და აღნიშნულ ნაბიჯს ”მედიის თავისუფლების მიუღებელი შეზღუდვა” უწოდა.