ჩინეთის პარლამენტმა ჰონგ-კონგთან დაკავშირებული ეროვნული უსაფრთხოების კანონი დაამტკიცა. კანონს ქვეყნის პარლამენტმა ერთხმად დაუჭირა მხარი. ამიერიდან ზოგიერთ შემთხვევაში პეკინს ჰონგ-კონგის ხელისუფლების წინადადებისა და გადაწყვეტილების გაუქმების უფლება ექნება.
გარდა ამისა, ახალი კანონის ფარგლებში, ჩინეთმა ჰონგ-კონგში შესაძლოა, საკუთარი უსაფრთხოების სააგენტო შექმნას, რომელიც ქალაქის მთავრობას „ზედამხედველობასა და მხარდაჭერას“ გაუწევს.
კანონმდებლობის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ უსაფრთხოების ახალი კანონი, შესაძლოა, ჰონგ-კონგის უნიკალური სტატუსის დასასრულს ნიშნავდეს, პეკინი კი ამტკიცებს, რომ კანონის მიზანი ტერორიზმთან, სეპარატიზმთან და შეთქმულებასთან ბრძოლაა.