ჩინეთმა ჰონგ-კონგში უსაფრთხოების ოფისი გახსნა ოფისი, რომლის ოფიციალური სახელწოდებაა: "ჰონგ-კონგის ადმინისტრაციული რეგიონის ეროვნული უსაფრთხოების დაცვის ოფისი" - დროებით სასტუმრო Causeway Bay-ში, "ვიქტორიას პარკის" სიახლოვეს, განთავსდება.
ოფისის გახსნის ცერემონიალს სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად, ჰონგ-კონგის ლიდერი კერი ლემმი და პეკინის მიერ უსაფრთხოების ოფისის ხელმძღვანელად შერჩეული ჯან იენსიანგი ესწრებოდნენ.
მედიის ინფორმაციით, ახლად გახსნილ ოფისზე ჩინეთის დროშა აღმართეს.
შეგახსენებთ, უსაფრთხოების ოფისი გახსნა ჩინეთის მიერ ჰონგ-კონგთან დაკავშირებით მიღებული უსაფრთხოების კანონის ერთ-ერთი ნაწილია. კანონის მიღებას მოსახლეობის ნაწილი აპროტესტებს, რადგან არის მოსაზრება, რომ ის ჰონგ-კონგის ავტონომიას ზღუდავს.