ჩინეთის უმსხვილესი დეველოპერული კომპანიის, Country Garden Holdings-ს თანათავმჯდომარის, იანგ ჰუიიანის ქონება 2018 წლის პირველი ოთხი დღის განმავლობაში 2 მილიარდ 100 მილიონი ამერიკული დოლარით გაიზარდა. ამის მიზეზი კომპანიის აქციების ფასები ზრდა გახდა.
"ბლუმბერგის" მილიარდერების ინდექსის მიხედვით, 5 იანვრისთვის იანგის ქონებამ 25 მილიარდ 600 მილიონ დოლარს მიაღწია და ჩინეთის უმდიდრესი ადამიანების ხუთეულში მე-5 ადგილზე მოხვდა. "ბლუმბერგის" ინდექსის მიხედვით, 36 წლის იანგი ჩინეთის უმდიდრესი ქალბატონი და ქვეყანაში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია.