ალიბაბა გრუპის დამფუძნებელი და ჩინეთის უმდიდრესი ადამიანი 1 ღამეში 2.8 მილიარდი დოლარით გამდიდრდა. ბლუმბერგის ცნობით, ჯეკ მას ქონების ზრდა ალიბაბას აქციების ზრდას უკავშირდება, რაც თავის მხრიც ალიბაბა გრუპის გაყიდვების პოზიტიურმა პროგნოზმა განაპირობა. 52 წლის ბიზნესმენის ქონება უკვე 41 მილიარდ 800 მილიონი დოლარია და ბლუმბერგის მილიარდერების რეიტინგში მე-14 ადგილს იკავებს. ჯეკ მას თქმით, მისი მიზანია 2036 წლისთვის მსოფლიოში სიდიდით მეხუთე კომპანია გახდეს, რომელიც მოემსახურება ჩინეთის საშუალო კლასს.