ჩინეთის საგარეო უწყება მთიან ყარაბაღში სიტუაციის ესკალაციას ეხმიანება და მხარეებს უთანხმოების დიალოგის გზით გადაჭრისკენ მოუწოდებს.
ამასთან, ოფიციალური პეკინი დარწმუნებულია, რომ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება ყველა მხარის, მათ შორის სომხეთისა და აზერბაიჯანის, ინტერესებშია.
„იმედი გვაქვს, მხარეები კონფლიქტის კიდევ უფრო გაზრდის პრევენციის მიზნით შესაბამის ზომებს მიიღებენ,“- განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ვან ვენბინმა.