ჩინეთი აშშ-ს კორონავირუსის გავრცელებაზე ზედმეტად მწვავე რეაქციის გამო აკრიტიკებს. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის ჰუა ჩუნინგის თქმით, ვაშინგტონი არაადეკვატურად იქცევა და სრულ ისტერიას თესავს.
"ქვეყნების უმეტესობა აფასებს და მხარს უჭერს ჩინეთის მცდელობებს ახალ კორონავირუსთან ბრძოლის დროს, ჩვენ გვესმის და პატივს ვცემთ მათ გადაწყვეტილებებს, როცა ქვეყანაში შემსვლელებზე კარანტინს აწესებენ, მაგრამ ამავდროულად ზოგიერთ ქვეყანაში, კერძოდ, აშშ-ში, არაადეკვატურად მწვავე რეაქცია აქვთ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რჩევის საწინააღმდეგოდ ხდება", - განაცხადა ჰუა ჩუნინგმა. მისივე თქმით, აშშ-მა ჩინეთის მიმართულებით არანაირი დახმარება არ გამოხატა, ამასთან ის იყო პირველი, ვინც უხანიდან ევაკუაცია დაიწყო და ჩინელ მოგზაურებს აკრძალვები დაუწესა.