ჩინეთის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ჩინეთისთვის ჩირქის მოცხების მიზნით ყველა სახის ფეიკ ნიუსს თხზავს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ჩჟაო ლიცზიანმა ასევე განაცხადა, რომ ამ გზით პომპეო ჩინეთსა და სხვა ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების დაზიანებას ცდილობს.
"მაიკ პომპეო ჩინეთზე თავდასასხმელად, ჩირქის მოსაცხებად და ჩინეთსა და სხვა ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების მოსაწამლად ყველა სახის "ფეიკ ნიუსს" თხზავს", - განაცხადა ჩჟაო ლიცზიანმა.
მისი მტკიცებით, ჩინეთმა კორონავირუსის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას რაც შეიძლებოდა სწრაფად აცნობა. ჩჟაო ლიცზიანმა მაიკ პომპეოს მოუწოდა, "პოლიტიკური ვირუსების გარვრცელება შეწყვიტოს და შეცდომები გაასწოროს, სანამ საერთაშორისო საზოგადოების დაცინვის ობიექტი გამხდარა".
შეგახსენებთ, მაიკ პომპეომ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ მსოფლიოს კორონავირუსის შესახებ სიმართლე დაუმალა, რის შედეგადაც ათასობით ადამიანი დაიღუპა.