ჩინეთის საბაჟო სამსახურის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ჩინეთ-ამერიკას შორის ვაჭრობა წლიურ გამოხატულებაში 9,7%-ით შემცირდა და 233 მილიარდ 900 მილიონი დოლარი შეადგინა.
ამასთან, ჩინეთის ექსპორტი შტატებში საანგარიშო პერიოდში შემცირდა 11,1%-ით 177 მილიარდ 500 მილიონ დოლარამდე, ხოლო ამერიკიდან იმპორტი შემცირდა 4,8%-ით 56 მილიარდ 440 მილიონ დოლარამდე. ივნისში სავაჭრო ბრუნვა ორ ქვეყანას შორის 50 მილიარდიან ზღვარს ჩამოცდა.
საერთო ჯამში მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ჩინეთის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2 ტრილიონ 34 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3,2%-იანი კლებაა. აქედან ექსპორტზე - ტრილიონ 100 მილიარდი დოლარი, ხოლო იმპორტზე - 933 მილიარდი დოლარი მოდის.ცნობისთვის, 2019 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 541 მილიარდ 220 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2018 წელთან შედარებით 14%-იანი კლება იყო.