22:28
17 მაისი, 2022, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
Webnews
ჩინეთის ყველაზე გრძელი წყალქვეშა გვირაბი გაიხსნა
26-01-2022

ოთხწლიანი მშენებლობის შემდეგ ჩინეთის ყველაზე გრძელ წყალქვეშა გვირაბში საავტომობილო მოძრაობა გაიხსნა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
ტელეარხის ცნობით, გვირაბი ჩინეთის აღმოსავლეთით, ტაიჰუს ტბის ქვეშ გაშენდა. მისი სიგრძე 10.79 კილომეტრი, სიგანე კი 17,45 მეტრია, მასში მოძრაობა ორმხრივია. პროექტის ბიუჯეტი დაახლოებით, 1,56 მილიარდი აშშ დოლარია. მშენებლობა 2018 წლის იანვარში დაიწყო.
მსოფლიოში ყველაზე გრძელი წყალქვეშა გვირაბი კი ნორვეგიაში მდებარეობს - „რაიფასტის“ სიგრძე 14.3 კილომეტრია.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები