ინეთის პოლიცია ჰონგ-კონგის საზღვართან ახლოს მასშტაბურ სამხედრო სწავლებას იწყებს, - ამის შესახებ დასავლური მედია იუწყება.
სააგენტო "ფრანს-პრესმა" გაავრცელა კადრები, სადაც ნაჩვენებია, რომ წვრთნები ქალაქ შენჟენის სპორტულ მოედანზე დაიწყეს, რომელიც ჰონგ-კონგიდან 30 კილომეტრში მდებარეობს. სტადიონის საპარკინგე ტერიტორიაზე დგას 100-ზე მეტი ნახევრადსამხედრო შავი ავტომობილი, სატვირთოები, ბრონირებული ავტომობილები, ავტობუსები და ჯიპები.
მედიასა და სოციალურ ქსელში გავრცელდა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ აღნიშნული წვრთნები მიზნად ისახავს ჰონგ-კონგში მომიტინგეებისთვის ძალის დემონსტრირებას და მათთვის გამაფთხილებელი მესიჯია.