ჩინეთის მთავრობამ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის უკვე 14,36 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა. ეს ხარჯები მოიცავს ინფიცირებულთა მკურნალობას, შენობების და ობიექტების დეზინფექციას და მოსახლეობის დაცვის საჭიროებასთან დაკავშირებულ სხვა ღონისძიებებს. სახსრების მნიშვნელოვანი ნაწილი ჰუბეის პროვინციაზე მოდის, სადაც ინფიცირებულთა ყველაზე დიდი რაოდენობაა დაფიქსირებული.
ამასთან, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ჰონგ-კონგში სრულწლოვან მოქალაქეებს 1 280 დოლარს დაურიგებენ. ქალაქის ფინანსთა მინისტრის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეს, რომ ადამიანებს ფინანსური წნეხი შეუმსუბუქდეთ.