ჩინეთის მთავრობამ კორონავირუსთან საბრძოლველად ახალი სტრატეგია შეიმუშავა - ქვეყნის ცენტრალური ბანკის ინიციატივით, პოტენციურად ინფექცირებული ფულის კუპიურებს გაწმენდენ ან გაანადგურებენ.
ჩინეთის სახალხო ბანკის მიერ დაანონსებული ეს ღონისძიება ეპიდემიის შეჩერებას ისახავს მიზნად. ჩინეთის ხელისუფლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ყველა ბანკმა მასთან არსებული კუპიურების დეზინფექცია სპეციალური ულტრაწითელი გამოსხივებით უნდა მოახდინოს, შემდეგ კი 14 დღის განმავლობაში დაასაწყობოს, ვიდრე მიმოქცევაში ჩაუშვებს.
რაც შეეხება საავადმყოფოებსა და მაღაზიებში მიმოქცევაში არსებულ ფულს, მას ცენტრალურ ბანკში გაგზავნიან. მაღალი რისკის მქონე კუპიურები შესაძლოა გაწმენდის ნაცვლად განადგურდეს.