კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა ჩინეთში 81-ს მიაღწია, ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში კი, ხელისუფლებამ ჩინური ახალი წლის არდადეგების პერიოდი გაახანგრძლივა, დიდი ბიზნესკომპანიები დახურა და თანამშრომლები გააფრთხილა, რომ სახლიდან იმუშაონ. ქვეყნის სხვადასხვა ნაწილებიდან ექიმები ვირუსის ეპიცენტრისკენ მიემგზავრებიან, რომ მის წინააღმდეგ ბრძოლაში საკუთარი წვლილი შეიტანონ.
ქალაქ ვუჰანის მერი აცხადებს, რომ ქალაქის მმართველობა სათანადოდ კარგად ვერ უმკლავდება ვირუსს. ჩინეთში, ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 2 744-მდე გაიზარდა. მათი ნახევარი ჰუბეის პროვინციაშია.