ჩინეთის ხელისუფლებამ კორონავირუსთან საბრძოლველად 66 მილიარდ 740 მილიონი იუანის ანუ 9 მილიარდ 560 მილიონი დოლარის მობილიზება მოახერხა.
ქვეყნის ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, აღნიშნული თანხიდან უკვე დახარჯულია 28 მილიარდ 480 მილიონ იუანი ანუ 4 მილიარდ 80 მილიონი დოლარი. მისივე თქმით, ამ თანხის 25%-ის უზრუნველყოფა ბიუჯეტმა მოახდინა.
მინისტრის მოადგილემ დასძინა, რომ გამოყოფილი თანხები ხმარდება როგორც უშუალოდ კორონავირუსთან ბრძოლას, ასევე მეცნიერულ კვლევებსა და პირველადი მოხმარების პროდუქტების მარაგების შევსებას.