ჩინეთის ხელისუფლებამ უკვე დახარჯა 100 მილიარდ 870 მილიონი იუანი ანუ 14 მილიარდ 360 მილიონი დოლარი იმ ზომების გატარებისთვის, რომელიც ქვეყანაში გავრცელებული ახალი რესპირატორული ვირუსის წინააღმდეგ ტარდება. აღნიშნულის შესახებ ჩინეთის ცენტრალური ტელევიზია იუწყება.
მათი მონაცემებით, ხელისუფლება აგრძელებს აქტიურ დაფინანსებას ინფიცირებულების გამოჯანმრთელებაზე, დაწესებულებების დეზინფექციაზე და სხვა საქმიანობას, რომელიც საჭიროა მოსახლეობის დაცვისთვის. ამ სახსრების უმეტესი წილი მიემართება პროვინცია ჰუბეიში, სადაც ყველაზე მეტი ინფიცირების შემთხვევა ფიქსირდება. აღსანიშნავია, რომ ამ თანხების მხოლოდ მესამედი მოდის ცენტრალურ ბიუჯეტზე, დანარჩენს ადგილობრივი რეგიონების ადმინისტრაცია დამოუკიდებლად ფარავს.