ჩინეთის ხელისუფლებამ ქალაქ ვუჰანში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა შეცვალა. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აქამდე ცნობილი იყო ვუჰანის პროვინციაში 2 579 გარდაცვლილის შესახებ. ახალი ინფორმაციით კი, მათ კიდევ 1 209 შემთხვევა დაემატა, რის შდეგადაც პროვინციაში კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვი 3 869-მდე გაიზარდა.
ჩინეთის ხელისუფლების განმარტებით, გარდაცვლილთა რიცხვის ზრდა საავადმყოფოების გარეთ გარდაცვალების შემთხვევებისა და კერძო კლინიკებში დაღუპულთა ინფორმაციის დამატებამ, ასევე ზოგიერთი მონაცემის შეფერხებით მიწოდებამ განაპირობა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ჩინეთის მიერ გავრცელებულ მონაცემებს ეჭვით არაერთი ექსპერტი უყურებდა. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთს ინფორმაციის დამავლვაში სდებს ბრალს.