ჩინეთის პროვინცია გუანდუნის ქალაქი შენჟენი მსოფლიოში პირველი ქალაქი გახდა, რომელიც ახალი თაობის ქსელი 5G-ით სრულად დაიფარა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შანხაის საინფორმაციო პორტალი China News Service ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ამ დროისთვის შენჟენში 46 ათას 400 5G ქსელის სადგურია დამონტაჟებული, რამაც დაგეგმილ მონაცემებს 1 500-ით გადააჭარბა.
ამ დროისთვის 5G კავშირის ინფრასტრუქტურის მშენებლობა მთელი ჩინეთის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს. ყოველკვირეულად ჩინეთის მასშტაბით 10 ათასამდე სადგურის მონტაჟი ხდება, ხოლო მობილური ქსელების ოპერატორებმა ცოტა ხნის წინ 5G-ზე სამომახმარებლო ტარიფები შეამცირეს.
ხელისუფლების გეგმის თანახმად, მიმდინარე წლის ბოლომდე ჩინეთის მასშტაბით ჯამში დამონტაჟებული იქნება 800 ათასი საბაზისო სადგური, ხოლო ამ ქსელის მომხმარებელთა რაოდენობამ 200 მილიონს უნდა მიაღწიოს.