ჩინეთის ქალაქ ზაოიანში ავტომობილი ფეხით მოსიარულეებს შეეჯახა. შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ჩინეთის სახელმწიფო მედია იტყობინება. არსებული ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც. შვიდი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მძღოლი, რომელიც ქვეითებს შეეჯახა, პოლიციის მიერ გასროლილ ტყვიას ემსხვერპლა. ინციდენტთან დაკავშირებით სხვა ინფორმაცია უცნობია. შეგახსენებთ, ბოლო წლების განმავლობაში მსგავსი ინციდენტები ჩინეთში არაერთხელ მომხდარა. გასულ წელს სექტემბერში 11 ადამიანი დაიღუპა სამხრეთ ჩინეთში მსგავსი თავდასხმის შედეგად.