ჩინეთის განცხადებით, აშშ გლობალურ სტრატეგიულ სტაბილურობას ძირს უთხრის. ამის შესახებ ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. უწყების ცნობით, ვაშინგტონი იარაღს ტაივანში ყიდის, რაც საფრთხის შემცველია რეგიონისთვის.
შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარეტამენტმა დაამტკიცა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 2,2 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღს ტაივანს მიყიდიან. ტაივანი დე-ფაქტო სუვერენული ქვეყანაა, რომელიც ჩინეთის მახლობლად მდებარეობს და რომლის დამოუკიდებლობას ჩინეთი არ აღიარებს. ოფიციალური პეკინი აცხადებს, რომ ტაივანელი სეპარატისტები ტაივანის სრუტეში მშვიდობასა და სტაბილურობას საფრთხეს უქმნიან.