"ბლუმბერგის" ინფორმაციით, ჩინეთის ეროვნულმა ბანკმა შესაძლოა, საკუთარი ციფრული ვალუტა შექმნას. სააგენტო წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ჩინეთის ეროვნული ბანკი აღნიშნულ საკითხზე გასული წლიდან აქტიურად მუშაობს.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა 2017 წლის სექტემბერში ქვეყნის ტერიტორიაზე ციფრული ვალუტებით ნებისმიერი სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელება აკრძალა. ამ გადაწყვეტილებას ჩინეთის ბაზარზე 88 კრიპტოვალუტის ბირჟის დახურვა მოჰყვა.