ჩინეთის ჩრდილოაღმოსავლეთ რაიონში ძლიერი ტორნადოს შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია 200-მდე ადამიანი. სტიქიამ ქალაქ კაიუანს გადაუარა და სამხრეთ ნაწილისკენ გადაინაცვლა. ქალაქში ტორნადო დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ათობით ქარხნის შენობა და ელექტროგადამცემი ხაზები. ადგილობრივი მთავრობა ზარალს ითვლის. დაზიანებული შენობებიდან 210 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას იწყებენ.