ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ზოგიერთი მედიასაშუალებისა და უცხოური სოციალური მედიაპლატფორმების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს მან აღიარა, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ჩინური წარმოების ვაქცინას დაცვის დაბალი მაჩვენებელი აქვს, უარყოფს. მისი თქმით, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სრული გაუგებრობა იყო.
„გლობალ თაიმსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი გაო ფუ ამბობს, რომ მსოფლიოში მეცნიერები ვაქცინის ეფექტურობაზე მსჯელობენ და მან მეცნიერებს შესთავაზა სამეცნიერო ხედვა, რომ ეფექტურობის გასაუმჯობესებლად, ვაქცინაციის პროცედურების კორექტირება და სხვადასხვა ტიპის ვაქცინების თანმიმდევრული დათესვა და კვლევა შეიძლება იყოს ერთ-ერთი გამოსავალი.
"თუ ვაქცინის შემუშავების ტრადიციულ გზას გავყვებოდით, ვაქცინა ერთ წელიწადში არ გვექნებოდა, მაგრამ მთელ მსოფლიოში მეცნიერებმა COVID-19-ის ვაქცინები შეიმუშავეს რამდენიმე თვის განმავლობაში, რაც მსოფლიოში პირველად ხდება. არსებობს მრავალი სამეცნიერო კითხვა, რომელთა გადაჭრაც აუცილებელია”, - აღნიშნა გაო ფუმ.