ჩინეთის სახალხო ბანკის დაქვემდებარებაში მყოფი გუნდი უკვე 2 წელია ციფრულ ვალუტას, მისი დანერგვისა და შემდგომ ეფექტური გამოყენების ვარიანტებს შეისწავლის. ამ ჯგუფის მოვალეობაში შედის ციფრული ვალუტის გავლენის შესწავლა ეკონომიკურ და სხვა გარე ფაქტორებზე. აგრეთვე ხორციელდება მისი კანონმდებლობასთან ადაპტირება.
თავდაპირველად განიხილება ვარიანტი, რომელიც მატერიალური ფულის ელექტორნული ფორმით ჩანაცვლებას ითვალისწინებს. Shanghai Daily-ს ინფორმაციით, გარდამავალ პერიოდში იქნება როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური ფულადი ერთეულები.