ჩინეთიდან საქართველოს 34 მოქალაქე დაბრუნდა. თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაფრინდა. მათ აეროპორტში შესაბამისი შემოწმება ჩაუტარდათ.
როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, მათ საქართველოში დაბრუნების სურვილი თავად გამოთქვეს, რის შემდეგაც სახელმწიფომ შესაბამისი პროცედურები უზრუნველყო.
ჩინეთიდან საქართველოში დაბრუნებული 34 მოქალაქე ორკვირიან კარანტინს საჩხერეში გაივლის.