ჩინეთმა ქვეყნიდან მეორადი ავტომობილების ექსპორტის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ სააგენტო „სინხუა“ ქვეყნის ვაჭრობის სამინისტროზე დაყრდნობით წერს. უწყებამ პირველ ეტაპზე ძველი ავტომობილების ექსპორტის უფლება 10 ადმინისტრაციულ ერთეულს მისცა, რომელთა შორისაც მოხვდნენ - პეკინი, ტიანცზინი და შანხაი. ექსპორტით თავად ვაჭრობის სამინისტროს მიერ შერჩეული კომპანიები დაკავდებიან.
სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ქვეყანაში ახალი ავტომობილების გაყიდვებს წაახალისებს, რომელიც 1990-იანი წლების შემდეგ პირველად 2018 წელს შემცირდა.