თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ჩინეთიდან ჩამოსული საქართველოს ორ მოქალაქესთან მიმართებით საქართველოში ჩატარებული კვლევებით ახალი კორონავირუსის ნიშნები გამოირიცხა. ექიმის განცხადებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ცენტრში მოთავსების დროსაც მძიმე არ იყო.
მისივე თქმით, მათ კლინიკაში შეყვანისთანავე ჩაუტარდათ კვლევა და ანთების მარკერებზე სისხლის კლინიკური კვლევა.