პაატა იმნაძის განცხადებით, ჩინეთიდან ჩამოსულ გოგონას რომელსაც ვირუსული ინფექციის ნიშნები გამოუვლინდა, კორონავირუსი არ დაუდასტურდა და არც ერთი საერთაშორისო სტანდარტით, კორონავირუსის შესაძლო ან საეჭვო შემთხვევად არ ითვლება. იმნაძის თქმით, გოგონა, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, სამშობლოში ჩინეთის ერთ-ერთი პროვინციიდან იმ დროს დაბრუნდა, როდესაც უხანის გარდა, ჩინეთის არც ერთ სხვა ქალაქსა და პროვინციაში ახალი კორონავირუსი დაფიქსირებული არ იყო. მისივე თქმით, გოგონას კონკრეტულად რა ტიპის ვირუსი აქვს მას, ამ ეტაპზე უცნობია და მასზე დაკვირვება მიმდინარეობს.