ჩინეთის ნავთობისა და გაზის ნაციონალურმა კორპორაციამ ვენესუელისგან ნავთობის შესყიდვის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ოფიციალური პეკინის ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი აშშ-ის მიერ ვენესუელასათვის სანქციების დაწესება გახდა. აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით უცნობია, საბოლოოდ იტყვის თუ არა ჩინეთი უარს ვენესუელის ნავთობზე. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ხელისუფლებამ ვენესუელას ნავთობისა და გაზის სექტორს სანქციები 2019 წლის დასაწყისში დაუწესა, რისი მიზეზიც ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი გახდა. ვენესუელაში ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს ბრალი ერრთპიროვნულ მმარტველობაში დასდო და თავი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. ის ვენესუელას ლეგიტიმურ პრეზიდენტად აშშ-მა და ევროპის ქვეყნების უმეტესობამ აღიარა. ნიკოლას მადუროს კი მხარს რუსეთი, ჩინეთი და ირანი უჭერენ.