12:23
1 ივნისი, 2020, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
ჩინეთი სტრატეგიულ რეზერვებს იაფი ნავთობით შეავსებს
03-04-2020

ჩინეთი სტრატეგიული რეზერვებისთვის იაფი ნავთობის შესყიდვას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროს თქმით, სახელმწიფო რეზერვების გარდა, პეკინს შეუძლია კომერციული საცავები გამოიყენოს.

შეგახსენებთ, რომ ნავთობის ფასის მკვეთრი ვარდნა მას შემდეგ დაიწყო, რაც OPEC+ მონაწილეებმა ვერ შეძლეს შეთანხმება წარმოების მოცულობის შემდგომ შემცირებაზე. 2 აპრილის მონაცემებით, ერთი ბარელი Brent-ის ტიპის საწვავი 27დოლარსა და 78 ცენტს, WTI-ის - 22 დოლარსა და 39 ცენტს შეადგენს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები