ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტრო საქართველოს აზიური ფაროსანას შესაწამლ აპარატურას უსასყიდლოდ გადმოსცემს. ამის შესახებ კონტრაქტი სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ხელის მოწერით დამტკიცდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა გაწეული დახმარებისათვის ჩინურ მხარეს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სურსათის ეროვნულ სააგენტოს ფაროსანასთან ბრძოლაში 2019 წელს გაცილებით უკეთესი ტექნიკური შესაძლებლობა ექნება, რადგან არსებულ ტექნიკას 20 ბორბლებიანი ტრაქტორი და 20 სატვირთო პიკაპი დაემატება. აღნიშნულ კონტრაქტს ხელი მოაწერეს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეკონომიკურმა და სავაჭრო კონსულმა უან ლიანპომ.