11:35
5 ივლისი, 2020, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ჩინეთი - რასობრივი დისკრიმინაცია აშშ-ის სოციალური დაავადებაა, ქვეყანაში ადამიანთა უფლებები დაცული უნდა იყოს
01-06-2020

ჩინეთი აშშ-ს მოუწოდებს გაატაროს ზომები, რათა ქვეყანაში რასობრივი დისკრიმინაციის შემთხვევების თავიდან აიცილოს.

"ჩვენ ვაკვირდებით უკანასკნელ მოვლენებს, რომელიც ფლოიდის სიკვდილს უკავშირდება. შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია და ადამიანის უფლებები დაცული უნდა იყოს", - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ძაო ლიჟიანმა.

მისი თქმით, აშშ-ში რასობრივი დისკრიმინაცია სოციალური დაავადებაა, რაც სასწრაფო რეაგირებას საჭიროებს. ძაო ლიჟიანი ამერიკელი მაღალჩინოსნების განცხადებებსაც გამოეხმაურა, რომ ჩინეთი და სხვა ქვეყნები შტატებში მიმდინარე პროცესებში ერეოდნენ.

"ამერიკელმა პოლიტიკოსებმა ჯობია საკუთარ საქმეებს მიხედონ", - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, უკვე მეექვსე დღეა აშშ-ში მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. დემონსტრანტები აფრო-ამერიკელი მოქალაქის, ჯორჯ ფლოიდის დაკავებისას პოლიციის მიერ ძალის გადამეტებას აპროტესტებენ, რასაც ფლოიდის გარდაცვალება მოჰყვა.

AutoPlay
ქედაში ავტომანქანის ხევში გადავარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა
გამოქვეყნდა 14 საათის წინ
კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა აჭარაში დადასტურდა
გამოქვეყნდა 15 საათის წინ
იაპონიაში ძლიერი წვიმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა
გამოქვეყნდა 17 საათის წინ
პარიზში, ლუვრის მუზეუმი იხსნება
გამოქვეყნდა 17 საათის წინ
პოლიციამ ფოთში მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით სამი პირი დააკავა
გამოქვეყნდა 17 საათის წინ
რუსთავის სასამართლოში, სადაც 35 წლის დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე 6 ბრალდებულიდან ერთი პირი გაამართლეს, ხმაური იყო
გამოქვეყნდა 18 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები