00:28
29 თებერვალი, 2020, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ამბები
ჩინეთი პანდების კლონირებას გეგმავს
16-10-2019

რამდენიმე ხნის წინ, ჩინეთში არსებულმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანია "Sinogene"-მა საზოგადოებას კნუტის წარმატებული კლონირების შესახებ აცნობა. ცხოველის პროტოტიპი იმ კატისგან აიღეს, რომელიც დიდი ხნის ავადმყოფობის შედეგად მოკვდა. ფუმფულა ბინადარმა იმდენად შეაყვარა პატრონებს თავი, რომ სხვისი აყვანა არ სურდათ და თანამედროვე ტექნოლოგიებით, მისი ასლის შექმნა გადაწყვიტეს .

მიუხედავად იმისა, რომ შემკვეთი შედეგებით უკმაყოფილო დარჩა, კომპანია "Sinogene"-ი შინაური ცხოველების კლონირებას აგრძელებს. გარდა ამისა, მათი გეგმის ნაწილია გადაშენების პირას მყოფი ცხოველების კლონირება. კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილის - ვან ინინის თქმით, თანამშრომლობას იწყებენ პეკინის ზოოპარკთან .

ამ იდეას მხარს უჭერს პანდების წამყვანი სპეციალისტი ჩენ დაიუანი. მისი თქმით, პანდების სუროგატი დედა შესაძლოა, ჩვეულებრივი კატა გახდეს. მიუხედავად ამ ორი ცხოველის სხვაობისა, ახალშობილი პანდა და კნუტი თითქმის ერთი და იგივე წონა - დაახლოებით 100 გრ-ია.

კომპანია "Sinogene"-ი ამ ექსპერიმენტის დაწყების ზუსტ რიცხვს არ ასახელებს.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ რამდენიმე წლის წინ ძაღლის დახმარებით მგლის კლონირება წარმატებით დასრულდა. ეს ნიშნავს, რომ პანდების გამრავლება სხვა ცხოველის დახმარებით სავსებით შესაძლებელია.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები