ჩინეთი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გეგმის წინააღმდეგია, რომელიც კორონავირუსის წარმოშობის დადგენის მიზნით გამოძიების მეორე ფაზის ჩატარებას ითვალისწინებს.
„ჩინეთი ეწინააღმდეგებოდა კვლევის პოლიტიზებას. ჩვენ არ მივიღებთ ვირუსის წარმოშობის ასეთ გეგმას, რადგან ის გარკვეულ ასპექტებში უგულებელყოფს საღ აზროვნებას და ეწინააღმდეგება მეცნიერებას”, - განაცხადა ჯანმრთელობის ეროვნული კომისიის მინისტრის მოადგილემ.
მისი თქმით, შეშფოთდა, როდესაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გეგმა პირველად წაიკითხა, რადგან ის შეიცავს ჰიპოთეზას, რომ ჩინეთის მიერ ლაბორატორიული პროტოკოლების დარღვევამ კვლევის დროს ვირუსის გაჟონვა გამოიწვია.
მანამდე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის წარმოშობის შესწავლის მეორე ეტაპის დაწყების ინიციატივით გამოვიდა, რომელიც ჩინეთის ქალაქ უხანის ლაბორატორიებისა და ბაზრების აუდიტს ითვალისწინებს.