ჩინეთი ირანს კორონავირუსთან ბრძოლაში დაეხმარება, - ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ძაო ლიჯიანმა განაცხადა. მისი თქმით, პეკინმა უკვე გაგზავნა სამედიცინო ჯგუფები, რომლებიც ირანში იმუშავებენ.
"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც კი შესაძლებელია მათ დასახმარებლად. ირანის მთავრობა და ხალხი ეპიდემიასთან ბრძოლის ურთულეს სტადიაშია", - აღნიშნა ძაომ ლიჯიანმა. ამასთანავე, მან ირანის წინააღმდეგ სანქციებიც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ეს ყველაფერი სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს.