ჩინეთი იმედს გამოთქვამს, რომ რასისტული დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად აშშ კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს.
"იმედი გვაქვს, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს საერთაშორისო კონვენციის ფარგლებში საკუთარი ვალდებულელების შესასრულებლად და უმცირესობების კანონიერი უფლებების დასაცავად რასისტული დისკრიმინაციის ყველა ფორმას აღმოფხვრის", - აღნიშნა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ჟაო ლიცზიანმა.
მისივე თქმით, ჩინეთი რასისტულ დისკრიმინაციას ყოველთვის ეწინააღმდეგება.