ჩინეთის ხელისუფლება ხუბეის პროვინციაში დაწესებულ კარანტინს 25 მარტიდან აუქმებს. უხანში კი, რომელიც კორონავირუს COVID-19-ის გავრცელების წყარო გახდა, შეზღუდვები 8 აპრილს მოიხსნება. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. დოკუმენტის თანახმად, გადაწყვეტილება მიღებულია რეგიონში ეპიდვითარების გაუმჯობესების ფონზე.25 მარტიდან ქალაქ უხანის გარდა, ხუბეის პროვინციაში გზებზე შეზღუდვები მოიხსნება. ადამიანები, რომლებიც ხუბეის პროვინციას დატოვებენ, გადაადგილებას ე.წ. ჯანმრთელობის კოდის საფუძველზე შეძლებენ. 8 აპრილიან კი შეზღუდვა ქალაქ უხანშიც მოიხსნება. შეგახსენებთ, რომ უხანსა და ხუბეის პროვინციაში კარანტინი 23 იანვარს დაწესდა.