ჩინეთი და ინდოეთი სადავო საზღვარზე მეტ კარისკაცებს აღარ განალაგებენ და თავს აარიდებენ ნებისმიერ მოქმედებას, რამაც შესაძლოა, იქ არსებული დაძაბული სიტუაცია გაართულოს. ამის შესახებ ინფორმაციას "ალ ჯაზირა" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ორივე ქვეყნის მაღალი რანგის სამხედრო თანამდებობის პირები შეხვდნენ და ლადახში მათი სადავო ჰიმალაის საზღვრის შესახებ ისაუბრეს. ერთობლივ პრესრელიზში ნათქვამია, რომ მხარეები შეთანხმდნენ "გაუგებრობებისა და მცდარი განსჯების" თავიდან აცილების და "სიტუაციის ცალმხრივად შეცვლის თავიდან არიდების" შესახებ. თუმცა, განცხადებაში არაფერი იყო ნახსენები ჯარების გამოყვანის შესახებ.
ინდოეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც მიმდინარე წლის ივნისში, ინდოელ და ჩინელ ჯარისკაცებს შორის ჰიმალაის სასაზღვრო რეგიონში მომხდარ შეტაკებას 20 ინდოელი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინციდენტის შემდეგ საზღვრის გასწვრივ ორივე მხარემ დამატებითი ძალები განალაგა.