სააგენტო "სინჰუას" ცნობით, ჩინეთი და ამერიკის შეერთებული შტატები მზად არიან მოლაპარაკებების მსვლელობისას დამატებითი გადასახადების შემოღებაზე უარი თქვან. როგორც თეთრ სახლში იუწყებიან, დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში გამართული შეხვედრისას მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამერიკა 1-ლი იანვრიდან ჩინეთიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე საბაჟო ტარიფებს 10%-იდან 25%-მდე არ გაზრდის, ხოლო ჩინეთი დიდი რაოდენობით ამერიკული პროდუქციის შეძენას დათანხმდა, რათა დააბალანსოს ის სავაჭრო დისბალანსი, რომელიც ამ ორ ქვეყანას შორის არსებობს. თუმცა, თუ შტატები და ჩინეთი მომდევნო 90 დღის განმავლობაში შედეგს ვერ მიაღწევენ, დონალდ ტრამპი იტოვებს უფლებას, რომ გადასახადები 25%-მდე გაზარდოს.