ჩინეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ თუკი აშშ ჰონგ-კონგთან დაკავშირებით ახალ სანქციებს დაამტკიცებს, პეკინი „საპასუხო ზომებს“ მიიღებს.
"აშშ-ის მოქმედება ჩინეთის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევა და საერთაშორისო კანონის სერიოზული დარღვევაა, თუკი აშშ არასწორი გზით სვლას განაგრძობს, პეკინი ყველა საჭირო საპასუხო ზომას მიიღებს", - ნათქვამია ჩინეთის ეროვნული სახალხო კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისათვის, აშშ-ის კონგრესმა ერთხმად დაუჭირა მხარი „ჰონგ- კონგის ავტონომიის აქტს“. კანონპროექტი ითვალისწინებს სანქციების დაწესებას ჩინეთის ხელისუფლების იმ ოფიციალურ პირებთან დაკავშირებული ბანკებისთვის, რომლებიც ეროვნული უსაფრთხოების ახალ კანონს ახორციელებენ.