შეერთებული შტატების მხრიდან, სავაჭრო ურთიერთობათა შემდგომი დაძაბვის შემთხვევაში, ჩინეთი საპასუხო რეაქციას არ დააყოვნებს. ეს განცხადება ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამერიკის პრეზიდენტის საპასუხოდ გააკეთა. შეგახსენებთ, რომ ტრამპმის თქმით, თუ ივნისის G20-ის შეხვედრაზე, შტატებსა და ჩინეთს შორის ურთიერთობის გაუმჯობესების ნიშნებს ვერ დაინახავს, იძულებული გახდება, ჩინურ პროდუქციაზე კვლავ გაზარდოს საბაჟო ტარიფები.
ცნობისთვის, მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკას შორის ურთიერთობა ხელახლა მაისში დაიძაბა, მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ ჩინური მხარე დაპირებათა შეუსრულებლობაში დაადანაშაულა. მოლაპარაკებათა დროს, რომლებიც რამდენიმე თვეა გრძელდება, ჩინეთი პირობას იძლეოდა, რომ ეკონომიკის სტრუქტურულ რეფორმირებას დაიწყებდა, მაგრამ ასე არ ხდება.