ჩინეთი იმპორტირებულ ამერიკულ ავტომობილებზე საბაჟო ტარიფს დაწევს. გამოცემა The Wall Street Journal-ის ცნობით, ჩინეთმა ამერიკის შეერთებულ შტატებს უკვე მისცა თანხმობა, რომ ამერიკიდან იმპორტირებულ ავტომობილებზე საბაჟო ტარიფებს 40%-დან 15%-მდე დაწევს.როგორც ცნობილია, ჩინეთმა ამერიკიდან იმპორტირებულ ავტომობილებზე 40%-მდე გადასახადი ივლისში დააწესა, რომელიც თეთრი სახლის ადმინისტრაციის მიერ მიღებული ნაბიჯის საპასუხო ზომა იყო. ცნობისთვის, ამ ეტაპზე ჩინეთიდან ამერიკაში იმპორტირებულ ავტომობილებზე 25%-იანი საბაჟო ტარიფი მოქმედებს.