ბოლო ათი წლის განმავლობაში, ჩინეთის მიერ დაპატენტებული გამოგონებების რიცხვი ათჯერ გაიზარდა. ექსპერტების აზრით, მომავალი ორი წლის განმავლობაში ჩინეთი ამ მაჩვენებლით გერმანიას გაასწრებს. როგორც „ბლუმბერგი“ იუწყება, 2018 წელს ამერიკამ ჩინელი გამომგონებლებისთვის რეკორდული რაოდენობის პატენტი გასცა. მხოლოდ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ჩინელი გამომგონებლებისთვის გაცემული იყო 12 ათას 589 პატენტი.
შეერთებული შტატების მიერ გაცემული პატენტების რაოდენობის თვალსაზრისით, 2018 წელს მესამე ადგილი სამხრეთ კორეას ერგო, მეორე ადგილს იკავებს იაპონია, ხოლო რეიტინგის უპირობო ლიდერი თავად ამერიკის შეერთებული შტატებია, რომლის გამომგონებლებმაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში 143 ათასი პატენტი მიიღეს.