81 წლის ლიანგ ზიფუმ და 77 წლის ლი სუინგმა ქალაქ ნაჩონგთან, ერთ-ერთ გამოქვაბულში ცხოვრება დაქორწინების შემდეგ დაიწყეს, რადგან საცხოვრებელი სახლის შეძენა ვერ მოახერხეს. წყვილმა გამოქვაბულშივე გაზარდა შვილები, თუმცა მათ უკვე თავიანთი ოჯახები ჰყავთ და ცალკე ცხოვრობენ.81 წლის ლიანგის თქმით, თავდაპირველად გამოქვაბულში სამ ოჯახთან ერთად ცხოვრობდა, თუმცა ისინი მოგვიანებით გადავიდნენ. გამოქვაბულში ამჟამად სამი საძინებელი, სამზარეული და მისაღებია მოწყობილი, აქვთ ელექტროენერგიაც.