ცნობილია, რომ შანხაიში სატესტო რეჟიმში ამუშავდა ახალშობილებთან გენეტიკური დარღვევების შემსწავლელი ცენტრი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩინელი მეცნიერები პერსპექტივაში ადამიანის გენომის მასობრივ რედაქტირებას შეეჭიდებიან. მათი მთავარი მიზანი მემკვიდრული პათოლოგიების ადრეული გამოვლენა და მკურნალობაა. აღნიშნული ცენტრი გახსნილია შანხაის ფუდანის საბავშვო კლინიკის ბაზაზე. სპეციალისტთა განხცადებით, უახლოესი 5 წლის განმავლობაში ცენტრში 100 000 ახალშობილის გენეტიკური ტესტირება მოხდება. შეგროვილ მონაცემებზე დაყრდნობით კი მეცნიერები მემკვიდრულ დაავადებათა გამოვლენისა და მკურნალობის ახალი მეთოდების შემუშავებას გეგმავენ. სადღეისოდ ჩინელი მკვლევარებისათვის 7 000-მდე მემკვიდრული პათოლოგიაა ცნობილი.როგორც კლინიკის მთავარი ექიმი ხუან გოინი აცხადებს, ჩინელები დიდ გამოცდილებასა და ტექნოლოგიებს ფლობენ ამ სფეროში, შესაბამისად, ეს დაწესებულება მალე მსოფლიო ცენტრის აღიარებას მოიპოვებს.