სახელმწიფო კომპანია China General Nuclear Power Group-ი და შინჰუას უნივერსიტეტი ჩინეთის ჩრდილოეთით შექმნიან პრეცედენტს - გათბობის სისტემას დაბალტემპერატურული ბირთვული რეაქტორით. პროექტის თანახმად, გათბობის ამ სისტემის გამოყენება საწარმოებშიც შესაძლებელია და საცხოვრებელ სახლებშიც. ობიექტის მშენებლობას 2-3 წელი დასჭირდება. ჩინეთის ბირთვული უსაფრთხოების სახელმწიფო სამსახურმა რეაქტორის გამოყენებით ტექნოლოგიას ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იანებში დაუჭირა მხარი. ჩინური მედიის ინფორმაციით, ბირთვული ენერგიის გასათბობად გამოყენება გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლასაც შეუწყობს ხელს. ამ პრობლემით კი განსაკუთრებით ჩინეთის ჩრდილოეთ რეგიონებია შეწუხებული.