01:45
18 აგვისტო, 2019, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
ჩილეში ზღვაში 40 000 ლიტრი დიზელი ჩაიღვარა
31-07-2019

ჩილეში, პატაგონიის ნაპირზე, ზღვაში 40 ათასი ლიტრი დიზელი ჩაიღვარა. ამის შესახებ ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს. მათი ინფორმაციით, კვირას ჩილეს საზღვაო სამსახურმა ეს ფაქტი დაადასტურა და განაცხადა, რომ გუარელოს კუნძულისთვის დაბინძურების შედეგად მიყენებულ ზიანს შეამსუბუქებს. ჩილეს საზღვაო სამსახურის ინფორმაციით, დაბინძურება ქვეყნის დედაქალაქის, სანტიაგოს სამხრეთით, 2 ათას 800 კილომეტრში მოხდა.

საზღვაო სამსახურის განცხადებით, დაბინძურებულ ტერიტორიაზე შესაბამისი გემები უკვე განლაგდა, რათა დიზელის ჩაღვრის შედეგად გამოწვეული ზარალი გაკონტროლდეს. მათივე თქმით, საქმეზე გამოძიებაც დაიწყო.

უცხოური გამოცემის ინფორმაციით, კომპანიამ, რომელსაც დიზელი გადაჰქონდა, დიზელის ამოღებისა და წყლის გაწმენდითი სამუშაოები შაბათსვე, წყლის დაბინძურების შემდეგ დაიწყო.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები