ჩილეში არეულობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა. ქვეყნის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა დედაქალაქ სანტიაგოს გარდა კიდევ 7 ქალაქშიც გამოაცხადა. ჩილეს შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, საპროტესტო ტალღის დაწყების დღიდან ქვეყანაში "ძალადობის 70 სერიოზული ინციდენტი მოხდა", დაფიქსირდა სუპერმარკეტებსა და სხვა ბიზნეს ობიექტებზე თავდასხმის ფაქტები.
სამართალდამცავების ინფორმაციით, ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით ამ დროისთვის ბრალი 1,500-მდე ადამიანს აქვს წაყენებული. საპროტესტო აქციები ჩილეში მეტროთი მგზავრობის საფასურის ზრდას მოჰყვა და მასობრივ ანტი-სამთავრობო დემონსტრაციებში გადაიზარდა.
ჩილეს პრეზიდენტმა სებასტიან პინიერამ ორი დღის წინ განაცხადა, რომ მგზავრობის საფასურის გაზრდა აღარ მოხდება. თუმცა, საპროტეტო გამოსვლები მაინც არ წყდება. მოსახლეობა ახლა ანტისამთავრობო აქციებს მართავს.