ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში "ჩიხურა" "აბერდინს" დაუზავდა - 1:1. მიუხედავად იმისა, რომ შოტლანდიური კლუბი ობიექტურად ჩიხურაზე გაცილებით ძლიერი გუნდია, სოსო ფრუიძის გუნდმა მოახერხა და შოტლანდიაში დამარცხებულის სტატუსით არ ჩავიდა, მეტიც საჩხერული გუნდი პირველი ტაიმის ბოლოს გატანილი 11 მეტრიანი გარკვეული დრო იგებდა კიდეც, აბერდინს კი მეორე ტაიმში გოლის გასატანად საკმაოდ დიდი ენერგიის დახარჯვა მოუწია. შოტლანდიურმა კლუბმაც ტაბლოზე თანაფარდობის აღდგენა პენალტით შეძლო, რომელიც კოსგროუმ გამოიყენა. ამ გუნდების განმეორებითი მატჩიც, დინამოს მსგავსად 1 აგვისტოს გაიმართება, გამარჯვებული კი რიეკას დაუპირისპირდება.