მათთვის, ვისაც არ უყვარს წყლის დალევა და უპირატესობას არომატიზებულ და ტკბილ სასმელებს ანიჭებს, არსებობს უკვე სპეციალური ჭიქა The Right Cup, რომელიც ადამიანებს წყლის სმას შეაყვარებს. კერძის ან სასმელის არომატის შეგრძნებაში 80%-ს ყნოსვა ასრულებს, სწორედ ამიტომ ვართ უმადოდ გაციების და ცხვირში შეკრულობის დროს. დიზაინერებისა და შემოქმედი ადამიანების გუნდმა გამოიგონა სხვადასხვა არომატის მქონე ჭიქა, რომელიც წყლის დალევის პროცესს გაცილებით სასიამოვნოს და სახალისოს ხდის.
როგორც იდეის ავტორები ამბობენ, ადამიენბს ამ ჭიქიდან წყლის დალევის დროს ისეთი შეგრძნება ეუფლებათ თიქთოს არომატიზებულ წყალს სვამენ, თუმცა სინამდვილეში ისინი სუფთა წყალს იღებენ, რაც მათი ჯანმრთელობისთვის აუციელბელია. ჭიქის საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ მისი ზედაპირი დაფარულია არომატიზებული მასალით, რომლის არომატს და სურნელს შევიგრძნობთ ჭიქაზე ტუჩებით შეხებისას, წყლის სმის პარალელურად.